ბათუმს თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი ექნება
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად გაეცნო. საცხოვრებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ოთხსართულიანი შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის. „უახლოეს მომავალში დასრულდება როგორც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსის, ისე სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება, შესაბამისი […]