პრევენცია და არა პროვოცირება
როგორ უნდა იმოქმედოს ნატომ, თუ მის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განხორციელდა? როგორ უნდა შესრულდეს ალიანსის ხელშეკრულების სახელგანთქმული მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულება, რომ ნატოს ყველა დანარჩენი წევრი მხარში უნდა ამოუდგეს აგრესიის სამიზნედ ქცეულ ქვეყანას? ნატო რეგულარულად ატარებს წვრთნებს კრიზისისთვის მოსამზადებლად. წელს ყურადღების ცენტრში ნორვეგია მოექცა - ერთ-ერთი ნატოს ექვსი წევრიდან, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.