თინა ხიდაშელი: ორივე ერთმანეთს აბრალებს პრორუსულობას და ორივე ამტკიცებს პრორუსულობას
2015 წელს, როდესაც თბილისთან ახლოს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაფუძნდა, თავდაცვის მინისტრი იყო თინა ხიდაშელი. „საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია - ჩვენ ვიღვწით, რათა გავხდეთ დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - ეს სიტყვები თინა ხიდაშელმა 2015 წლის 27 აგვისტოს წარმოთქვა. რამდენად მიუახლოვდა საქართველო მის მთავარ სტრატეგიულ მიზანს? როგორ აღიქმება საქართველოს პროდასავლური კურსისადმი ერთგულება იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს პრორუსულობაში ადანაშაულებენ? ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც პრაღაში სტუმრობდა რადიო თავისუფლების სათავო ოფისს.