საუდის არაბეთის პროკურატურა სასიკვდილო განაჩენს ითხოვს სტამბოლში ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის
საუდის არაბეთის სახელმწიფო პროკურორმა სასიკვდილო განაჩენი მოითხოვა ხუთი პირისთვის, რომლებიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში არიან ბრალდებული. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა სააგენტო როიტერსმა. რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა თქვა, რომ ამ ხუთმა პირმა გასცა ბრძანება, მოეწამლათ და დაენაწევრებინათ ხაშოგის გვამი მას მერე, რაც სამეფოს წარმომადგენლებმა მათთან მოლაპარაკება ერ მოახერხეს, იტყობინება ალ-ჯაზირა. ოპოზიციონერი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის 2 ოქტომბერს მოკლეს საუდის არაბეთის საკონსულოს ტერიტორიაზე, სტამბოლში. სამეფოს ხელისუფლებმა სიკვდილი მხოლოდ სამი კვირის შემდეგ აღიარეს. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, ხაშოგის სასიკვდილო ინექციით მოკლეს. სამეფოს ხელისუფლებამ გამოაცხადა ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვიტანილი 18 პირის დაკავების შესახებ, მაგრამ უარყო თავდასხმაში მონაწილეობა და კავშირი მის ორგანიზებასთან. დასავლეთის ქვენების და თურქეთის სპეცსამსახურები საუდის არაბეთის ვერსიას არ მიიჩნევენ სარწმუნოდ და ეჭვობენ, რომ ხაშოგის მკვლეობის შემკვეთები შესაძლებელია კავშირში იყვნენ სამეფო ტახტის მემკვიდრესთან, სალმანთან. თვითონ სალმანმა თქვა, რომ მკვლელობა „საზარელი მკვლელობა“ იყო და ჟურნალისტის სიკვდილი „საუდის არაბეთის ყველა მოქალაქისთვის ძალიან მტკივნეული ინციდენტი იყო".