"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი პოლიტიკაში ბრუნდება
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ. "მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პრობლემები, დღეს აუცილებელია ყველამ ერთად შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ დაუშვებს საქართველოში ძალადობის დაბრუნებას" - განაცხადა მან. ამავე ტელეგადაცემას მოგვიანებით სატელეფონო ინტერვიუ მისცა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა მოქმედმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ, რომელმაც თქვა, რომ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" არ გეგმავს "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ფორმით დაბრუნებას.