ავღანეთის პრეზიდენტი: 2015 წლიდან დაიღუპა 29000-მდე სამხედრო
ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის თქმით, 2015 წლის შემდეგ დაიღუპა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების 29000-მდე წევრი. ეს მონაცემი ყველაზე მაღალია მათ შორის, რაც კი მთავრობას გაუვრცელებია აქამდე. ღანი ამ განცხადებით გამოვიდა მიმდინარე კვირაში განხორციელებულ ვიდეომიმართვაში ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჯოპკინსის საერთაშორისო ურთიერთოებების ცენტრის წინაშე, სადაც ის ერთ დროს ანთროპოლოგიის პროფესორად მუშაობდა. ღანის თქმით, 2015 წლის დასაწყისიდან, როცა ავღანეთის პოლიციამ და არმიამ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი ფუნქცია გადაიბარა ნატოს ჯარების ნაწილობრივი გასვლის შემდეგ, "28529 მებრძოლი დაიღუპა და ჩვენი თავისუფლებისთვის წამებულად იქცა". მისი თქმით, ამავე პერიოდში დაიღუპა 58 ამერიკელი. "მსურს მივესალმო ავღანეთის უსაფრთხოების ძალების პატრიოტიზმს, ყოველი წევრის, ვინც კი მოხალისეა" - თქვა ღანიმ და დასძინა: "ჩვენ არ გვაქვს გაწვევა, არავინაა ვალდებული. და რომ არა პატრიოტული იმპულსი, არ მგონია ადამიანებს საკუთარი სიცოცხლე შეეწირათ 200 დოლარის ოდენობის ჯამაგირისთვის". ამ დრომდე ავღანეთის მთავრობა დაღუპულთა მონაცემებს ავრცელებდა ექსტრემისტებთან ცალკეული შეტაკებების შემდეგ. მხოლოდ წელს, თალიბანთან ერთ-ერთ ბრძოლას ბალხის პროვინციაში 130-ზე მეტი სამხედრო შეეწირა.