შეიხი მირტაგი ასადოვი მუქარაზე ლაპარაკობს
17 ნოემბერს, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ასადოვს 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცნობით“, ადვოკატს, ისევე როგორც მირტაგის ოჯახის წევრებს, მთელი ამ დროის განმავლობაში არ ეძლევათ მისი მონახულების ან ტელეფონით საუბრის შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ადვოკატმა მასთან ფრაგმენტული კომუნიკაცია სცადა. ასადოვმა ამ ხანმოკლე საუბრის დროს შეძლო ადვოკატისთვის მუქარის შესახებ ეთქვა.
„სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ შეიხი და თავმჯდომარე მირტაგი ასადოვი ადვოკატთან საუბარში ხაზს უსვას, რომ ის რეალურად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადასვლის დროს, აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ გააჩერა და შემდეგ კაზახის პოლიციის გამოყენებით დააკავა.
18 ნოემბერს, დამია-გეურარხში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატიას და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ასადოვის ოჯახის წევრებს შეხვდებიან და საქმის დეტალებს გააცნობენ.
ასადოვის მეუღლის ცნობით, ის საკმაოდ ცუდად გამოიყურება და წონაშიც დაკლებულია.