საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე ყაზახეთი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დააგვირგვინა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 19 ნოემბერს, თბილისის „დინამოარენაზე“ ყაზახეთის ნაკრებს 2:1 მოუგო. ანგარიში გიორგი მერებაშვილმა გახსნა 59-ე წუთზე. 84 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. საბოლოო შედეგი კი ორალხან ომირტაიევნა დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D ჯგუფში, პირველ ქვეჯგუფში ექვსი ტურის შემდეგ თექვსმეტი ქულა მოაგროვა, ბურთების შეფარდებით 12:2 და მეორე ადგილზე გასულ ყაზახეთს ათი ქულით გაუსწრო.
ქართველმა ფეხბურთელებმა უეფას ახალ სანაკრებო ტურნირზე პლეი ოფის საგზური მოიპოვეს და თუ დასკვნით ფაზაშიც ასევ წარმატებულად ითამაშებენ D ჯგუფის სხვა სამ საუკეთესო ნაკრებთან ბრძოლაში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.