მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა „დედა ენის“ ფორმალურ საგანათლებლო პროცესში ჩასართავად
პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით განათლების სამინისტრო დედა-ენას, როგორც ქართულ საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს. ავტორების თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზანია, „დედა ენა“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, დაცული იყოს ცვლილებებისგან და მოსწავლეები მას შეუფერხებლად სწავლობდნენ.