ავღანეთში გახსნილ ორივე უბანზე მეტი ხმა გრიგოლ ვაშაძეს ერგო წილად
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავღანეთის საარჩევნო უბნების შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ორივე უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანში გრიგოლ ვაშაძემ 366 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 316 ხმა მიიღო. სულ კი აღნიშნულ უბანზე მივიდა 750 ამომრჩეველი. რაც შეეხება მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანს, აქ გრიგოლ ვაშაძეს 86-მა ამომრჩეველმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 46-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ამ უბანზე ჯამში, ხმა მისცა 143-მა ამომრჩეველმა.