ცესკოს წინასწარი მონაცემები: ზურაბიშვილი 57.37%, ვაშაძე 42.63%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 57.37პროცენტი, "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 42.63%. ეს მონაცემები მიღებულია უბნების 31,88%-დან. ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.