თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი NEWON ჩატარდება
თბილისში, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი NEWON ჩატარდება. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიჯეები დაუკრავენ. ღონისძიება ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მდებარე “ელექტროვერკის” სივრცეში გაიმართება. დედაქალაქის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, სოფო ხუნწარიამ განაცხადა, რომ ფესტივალი ყოველ წელს, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. “ფესტივალი არის ახლად დაფუძნებული. აქ საუბარია, რომ ყველა ქართველი არტისტი, რომელსაც აქვს […]