ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს და იქნება 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება.
ქუთაისში ამ დროისთვის ძლიერმა ქარმა სახურავი 15 კორპუსს გადახადა. ასევე სახურავი გადახადა კადეტთა კორპუსის შენობას.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძე აცხადებს, ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება.