ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი ბოსნიელ მუსლიმთა მეთაური გაამართლეს
ნასერ ორიჩი, რომელიც 1990-იან წლების ომში სრებრენიცის დაცვაში მონაწილეობდა და ომის დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, გაამართლეს. ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ, სარაევოში მიიღო გადაწყვეტილება 30 ნოემბერს. მოსამართლე ტიჰომირ ლუკესმა გამოაცხადა, რომ ნასერ ორიჩი და მისი თანამებრძოლი, საბაჰუდინ მუჰიჩი, ტყვეების მიმართ ომის დროს ჩადენილ დანაშაულში ბრალდებისგან განთავისუფლდნენ. სასამართლომ გაამართლა ორივე ბრალდებული, რომ მათ სამი სერბი ტყვე მოკლეს 1992-1995 წლების, ბოსნიის ომის დროს. ორიჩი ბევრი ბოსნიელისთვის ომის გმირია სრებრენიცის დაცვაში მონაწილეობის გამო. ქალაქი 1995 წელს ბოსნიელ სერბებს ჩაუვარდათ ხელში და მათ იქ მცხოვრები რვა ათასი მუსლიმი კაცი და ბიჭი დახოცეს. 2006 წელს ორიჩს ჰააგის ტრიბუნალმა განაჩენი გამოუტანა იმისთვის, რომ მან ვერ აიცილა თავიდან მისი ჯარისკაცების მიერ სერბი ტყვეების დახოცვა. მოგვიანებით სერბიამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ორიჩზე სერბი სამოქალაქო პირების დახოცვის გამო, რასაც შვეიცარიაში მისი დაკავება მოჰყვა. ბერნმა ის ბოსნიას გადასცა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. 2017 წელს ორიჩი და მუჰიჩი სასამართლომ ერთხელ უკვე გაამართლე