სამეგრელოში სტიქიას ებრძვიან
ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 40 შენობას დაუზიანა სახურავი ძლიერმა ქარმა, აბაშის მუნიციპალიტეტში - ასამდე საცხოვრებელ სახლს, ჩხოროწყუში - 23-ს. რაც შეეხება სენაკს, აქ დევნილთა საცხოვრებელს ქარმა სახურავი სრულად გადახადა. ქარმა დააზარალა ფოთიც. მერიის ინფორმაციით, უსახურავოდ დარჩა ასამდე საცხოვრებელი სახლი, წაქცეულია ხეები.
მეორე დღეა, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო სოფლების ნაწილს შუქი არ მიეწოდება. კომპანია „ენერგოპროჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ გამოიწვია.

