თბილისში იმართება დავით სარალიძის მკვლელობის წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა
თბილისში იმართება მსვლელობა, რომელიც ეძღვნება დავით სარალიძის მკვლელობის წლისთავს. მსვლელობის მონაწილეები მოითხოვენ მკვლელებობაში დამნაშავეთა დასჯას და მიეშურებიან რუსთაველის გამზირიდან ხორავას ქუჩისაკენ, სადაც 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლეს ორი მოსწავლე, ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს აღნიშნა, რომ არ ეგონა, თუკი ერთი წლის თავზეც მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები დასჯილი არ იქნებოდნენ. ზაზა სარელიძესთან ერთად, მდუმარე აქციაში მონაწილეობს მალხაზ მაჩალიკაშვილი - პანკისში შარშანდელი სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.