მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან უფროსი ჯორჯ ბუშის გარდაცვალებას
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ ბუშმა თავის მოღვაწეობით „მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახადა მომავალი თაობებისათვის“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა ბუში მოიხსენია 1990 წელს გერმანიის გაერთიანების ერთ-ერთ "არქიტექტორად“. „ვგლოვობთ დიდ სახელმწიფო მოღვაწესა და გერმანიის მეგობარს“, ნათქვამია მაასის განცხადებაში.
ხოლო როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია წერენ, ისინი უერთდებიან ბუშის დაკარგვის გამო მგლოვიარე ერს.