უნდა ასწავლიდნენ თუ არა ჯარისკაცები სკოლის მოსწავლეებს?
„არ შეიძლება, საგანმანათლებლო სისტემაში საგნების პედაგოგებად შედიოდნენ პატრულები, სამხედროები, სპორტსმენები და ა.შ“, - ასე ეხმაურება შალვა ტაბატაძე, ექსპერტი განათლების საკითხებში, გავრცელებულ ინფორმაციას სკოლებში ახალი არჩევითი საგნის შემოღების შესახებ.