პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
პარიზში, მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 127 ადამიანი დააპატიმრეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბურ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, „პლას ეტუალთან“ პოლიციამ მანიფესტანტების ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამ დროისთვის, პარიზის მთავარ გამზირზე ათასამდე მანიფესტანტია შეკრებილი.
8 დეკემბერს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.