გარდაიცვალა ლიუდმილა ალექსეევა, ვეტერანი რუსი უფლებათდამცველი
ლიუდმილა ალექსეევა დაიბადა 1927 წელს ევპატორიაში, დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა იატაკქვეშა ბიულეტენ „მიმდინარე მოვლენების ქრონიკის“ გამოცემაში, 1976 წელს გახდა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საზღვარგარეთ ალექსეევა სწავლობდა დისიდენტურ საქმიანობას, მრავალი წლის განმავლობაში თანმშრომლობდა რადიო თავისუფლებასთან და რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“. 1993 წელს დაბრუნდა რუსეთში, სადაც არჩეულ იქნა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარედ და აქტიურად ეწოდა უფლებების დაცვას.