ლაშა ჟვანია: ინაუგურაციამდე არჩეული პრეზიდენტი თბილისში პანთეონს მოინახულებს
თბილისის ნაწილში ინაუგურაციის დღეს არაფერი იცვლება-განაცხადა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს მთაწმინდის პანთეონსა და სხვა ადგილებს მოინახულებს.
„თბილისის ნაწილი როგორ შეიძლება გაუქმდეს. არჩეული პრეზიდენტის სურვილია, როგორც პანთეონის, ისე სხვა ადგილების მონახულება, სანამ ინაუგურუცია დაიწყება", - განაცხადა ჟვანიამ.
ინაუგურაციის ცერემონიალის რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, მათ შორის დეკორაციებთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, დეკორაციებში თამარ მეფის პერიოდთან პარალელების გავლება არ იგეგმება.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება, საზეიმო მიღება კი წინანდალში ჩატარდება.