პოლიციამ დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დაჭრა
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დაჭრილია მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლი, სასჯელაღსრულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი.
მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ზვიად მიხანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ-ერთი ვერსიით, ზვიად მიხანაშვილი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.