ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებების დამრღვევთა მიმართ ახალი სანქციების სისტემის შემოღებას
ვროკავშირის სანქციების ახალი სისტემა განსხვავებული იქნება უკვე არსებულისგან, რომელიც გეოგრაფიულად შეზღუდულია. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ევროკავშირის წყაროებმა, უახლოეს დღეებში კავშირის დიპლომატები დაიწყებენ დაგეგმილი სანქციების რეჟიმის დეტალებზე მუშაობას იმ მიზნით, რომ ის 2019 წლის ზაფხულისთვის ამოქმედდეს. მიიჩნევა, რომ ინიციატივა არის ევროპული ვერსია 2012 წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტისა“, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის პასუხისმგებელთა დასჯას.