ტერეზა მეიმ გადადო ბრექსიტის შესახებ შეთანხმებაზე პარლამენტში დაგეგმილი კენჭისყრა
მეი გასულ თვეში შეუთანხმდა ბრიუსელს ბრექსიტის, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დეტალებზე. მაგრამ 10 დეკემბერს მან აღიარა, რომ კენჭისყრის შემთხვევაში, შეთანხმებას უარყოფდა კანონმდებლების დიდი ნაწილი.
მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერი პარლამენტის ქვედა პალატაში, ანდრეა ლიდსომი აცხადებს, რომ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის ახალ თარიღზე.
პარლამენტის ბევრმა წევრმა უკმაყოფილება გამოხატა კენჭისყრის გადადების გამო. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის შეფასებით, მეი ვეღარ აკონტროლებს მოვლენებს.
მეის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკი - მისი თქმით, ევროკავშირის დანარჩენი 27 წევრი არ აპირებს შეთანხმებაზე ხელახლა მოლაპარაკებას.