კახეთის მუნიციპალიტეტებმა ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხის ნახევარიც კი ვერ აითვისეს
2018 წელს კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 35 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და, როგორც ირკვევა, ამ თანხიდან მუნიციპალიტეტებმა მხოლოდ 14 მილიონის ათვისება შეძლეს.