დავით კირკიტაძე: ხვალ გამოჩნდება, ვისთან დგას ხალხი
„ის ადამიანები, ვისაც მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია, არ ჩატარდა პატიოსნად და გაყალბებულია, ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას, თელავში, ინაუგურაციის პარალელურად. ვითვალისწინებთ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესებს. ჩვენთან ერთად იქნებიან ისინიც და ხვალ ერთად დავანახვებთ ყველას, სად დგას ხალხი: იქ, სადაც ინაუგურაცია გაიმართება, თუ სადაც ჩვენ გავმართავთ აქციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით კირკიტაძემ.