დავით დარჩიაშვილის თქმით, აქციები პერმანენტულ სახეს გაზაფხულიდან მიიღებს
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილი აქციას თელავში მართავს. აქცია მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე, დაახლოებით 300 მეტრში ერეკლე მეფის სასახლიდან, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ელოდებიან ავტომობილების კოლონას, რომელიც სამართალდამცველებმა დილიდან შეაჩერეს გურჯაანის გზაზე, სოფელ ველისციხესთან. ცოტა ხნის წინ გზა გაიხსნა და კოლონა თელავისკენ მოემართება.