შსს-ში ხორავას ქუჩის საქმეზე მოზარდების გამოკითხვა მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩის საქმეზე, არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს. მოზარდები მკვლელობის თვითმხილველები არიან, თუმცა გამოკითხვის სხვა დეტალები უცნობია.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა,სარალიძე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.