მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები მომავალი წლის აპრილში ჩატარდება
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წელს, აპრილის ბოლოს ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
დეპუტატის განმარტებით, კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
შუალედური არჩევნების საჭიროება მთაწმინდაზე მას მერე დადგა, რაც ოლქის დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდება..