ვაშინგტონში გამოცხადდა "შათდაუნი" - მთავრობის ნაწილობრივი დახურვა
ამერიკის კანონმდებლებმა ვერ შესძლეს კომპრომისის მიღწევა ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხზე, რამაც გამოიწვია "შათდაუნი", ანუ მთავრობის ნაწილობრივი დახურვა. ზომა შეეხო მთავრობის დაახლოებით 25 პროცენტს, რაც ნიშნავს, რომ მუშაობა შეაჩერა რამდენიმე მნიშვნელოვანმა სააგენტომ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელშიც არ იქნება გათვალისწინებული 5 მილიარდი დოლარი მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაგებად. დემოკრატები კედელს მწვავედ ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ბიუჯეტი, რომელშიც ეს ზომა იქნება გათვალისწინებული, მათგან საკმარის ხმებს ვერ მიიღებს. კონგრესის პრივე პალატა განხილვას 22 დეკემბერს დაუბრუნდება და ეცდება შეთანხმებას მიაღწიოს.