ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-მ ათამდე არასრულწლოვანის გამოკითხვა დაასრულა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში დღეს 10-მდე არასრულწლოვანის გამოკითხვა დასრულდა. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ ამჟამად სამინისტრო მნიშვნელოვან თემაზე მუშაობს.
„განაჩენით რაც არ დადგინდა, შეიძლება დადგინდეს, შეიძლება არ დადგინდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც მნიშვნელოვან თემებზე მუშაობენ. მე ძალიან მომეწონა ეს მოფიქრება, რაც მოიფიქრა სამინისტრომ და რაზეც მუშაობენ. მე პირადად, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება ალბათ, დასრულდება", - განაცხადა აბესაძემ, რომელსაც გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
შსს-ს ინფორმაციით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვის პროცესი.