მიხეილ კალანდია პროკურატურაში დაიბარეს
საგამოძიებო უწყებაში იგი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დაიბარეს. მიხეილ კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
ადვოკატის განმარტებით, მიხეილ კალანდია პროკურატურაში მისი მომდევნო სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. მიხეილ კალანდიამ პროკურატურაში 2 საათი დაჰყო.