ინდონეზიაში 429-მდე გაიზარდა ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
ინდონეზიაში იზრდება ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ქვეყნის ხელისუფლება ადასტურებს სულ მცირე 429 ადამიანის დაღუპვას. დაშავდა ათას ხუთასამდე, 150 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურება კვირას დაატყდა თავს ზონდის ყურეს, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს კუნძულებს იავასა და სუმატრას. სეისმოლოგების ვარაუდით, ძლიერი ტალღები შეეძლო გამოეწვია ანაკ-კარაკატის ვულკანის ამოფრქვევას.