რუსეთი აფართოებს უკრაინის მიმართ დაწესებულ სანქციებს
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც უკრაინისათვის დაწესებული სანქციების გაფართოებას ითავლისწინებს. ამის შესახებ მედვედევმა ინფორმაცია საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაადასტურა. რუსეთის მთავრობის თანახმად, სანქციები გავრცელდა უკრაინის დამატებით კიდევ 200 კომპანიასა და ფიზიკურ პირზე. რუსეთმა უკრაინის მიმართ სანქციები შემოიღო ნოემბერში. პირვანდელ სიაში მოხვდა 322 ფიზიკური და 68 იურიდიული პირი. მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, იულია ტიმოშჩენკო, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსანდრ ტურჩინოვი. რუსეთის მთავრობის მიერ შემოღებული სანქციები ითავლისწინებს ადრესატების ფულადი საშუალებების, ფასიანი ქაღალდებისა და ქონების გაყინვას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, ასევე იკრძალება მათი კუთვნილი კაპიტალის გატანას რუსეთიდან.