ერაყში შობა სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა
ერაყის მთავრობამ შობა სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. წინა დღით ქვეყანაში სტუმრად იმყოფებოდა ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პეტრო პაროლინი. ადგილობრივ ქრისტიანულ თემში იმედოვნებენ, რომ ეს სტუმრობა საფუძველს ჩაუყრის ერაყში რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტს.1990-იან წლებში ერაყში დაახლოებით 1,5 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა. წინა წელს კი მათი რაოდენობა მხოლოდ 200 ათასს შეადგენდა. ერაყის მოსახლეობის უმრალესობა ისალმის სჯულის მიმდევარია. დღემდე ქვეყანაში ქრისტიანული დღესასწაული ოფიციალურად არ აღინიშნებოდა.