ატოცში, საოკუპაციო ხაზთან გაიმართა აქცია და წიგნის პრეზენტაცია
ოლეგ პანფილოვის წიგნი „რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი - 2008“ პირველად 2011 წელს გამოიცა რუსულ ენაზე. ქართული თარგმანი კი „სულაკაურის გამომცემლობამ" გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია აგვისტოს ომის დროს რუსული პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო აქტივისტების ბრძოლის არაერთი და ფართო აუდიტორიისათვის უცნობი დეტალი.
ეს ავტორის 48-ე წიგნია, რომელთა უმრავლესობა ევროპაში - შვედეთში, უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებშია გამოცემული.