ექვსი ირანელი მიგრანტი ნავით ჩავიდა საფრანგეთიდან ინგლისში
გასული თვიდან მოყოლებული, 220-ზე მეტმა ადამიანმა სცადა ლა-მანშის სრუტის გავლით ინგლისში ჩაღწევა. ასეთი მცდელობების მატება იწვევს შეშფოთებას, რომ სახიფათო წყლებში, სადაც ინტენსიური საზღვაო მიმოსვლაა, ტრაგედია მოხდება.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი ტვიტერში წერს, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი კოორდინირებულად მუშაობენ ლა-მანშის გავლით მიგრანტების გადაადგილების წინააღმდეგ.
ბევრი ნავი გადის საფრანგეთის საპორტო ქალაქ კალეს მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც დიდი ხანია, თავს იყრიან აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტები.