აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვიტა სირიიდან ჯარების გაყვანის შენელება
ტელეარხ სი-ენ-ენ-ის (CNN) ცნობით, ტრამპმა გასულ კვირაში ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების მონახულების შემდეგ შეცვალა პოზიცია ჯარების გაყვანის საკითხში. ერაყში ის შეხვდა სამხედრო სარდლებს, რომლებმაც უთხრეს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ ბოლომდე არ არის დამარცხებული.
მანამდე, 19 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ სირიიდან ჯარისკაცებს გაიყვანს უახლოესი ორი თვის განმავლობაში. გადაწყვეტილებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა კონგრესიდან და ამერიკის მოკავშირეებისაგან. გადადგა თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი.
ტრამპი აპირებს აგრეთვე ავღანეთში განთავსებული სამხედროების 14-დან 7 ათასამდე შემცირებას.