სალომე ზურაბიშვილმა სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი გამოსცა და სამი ქალი პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთაგან ერთი ორსულია, მეორე -მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, მესამე კი სამი შვილის დედა. სამივე პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.