ინგუშეთში მოკლეს მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურად მიჩნეული მუსლიმი ლიდერის შთამომავალი
ინგუშეთში მოკლეს დიდი ავტორიტეტის მქონე ისტორიული ლიდერის, მუსლიმი სასულიერი პირის, შეიხ ბათალ-ჰაჯი ბელხაროევის შვილთაშვილი, იბრაგიმ ბელხაროევი. მანამდე ის ორჯერ გადაურჩა მკვლელობის მცდელობებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივი განყოფილების ცნობით, ბელხაროევის მანქანას წუხელ ცეცხლი გაუხსნეს ინგუშეთის უდიდეს ქალაქ ნაზრანში. თავდასხმისას დაიჭრა მძღოლი. დაწყებულია გამოძიება.
იბრაგიმ ბელხაროევი იყო რელიგიური აქტივისტი, რომელსაც არასოდეს დაუმთავრებია რელიგიური სასწავლებელი. ხოლო მისი დიდი ბაბუა, ბეტელ-ჰაჯი ბელხაროევი მიეკუთვნება 20-ე საუკუნის დასაწყისში სუფიზმის ერთ-ერთი მიმართულების დამფუძნებლებს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ინგუშეთში, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში.