რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელის ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელის, პოლ უილანის ოჯახი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და მოსკოვში იმიტომ ჩავიდა, რომ ქორწილში იყო დაპატიჟებული.
უილანი ყოფილი საზღვაო ქვეითია. ოჯახის თანახმად, მასთან კონტაქტი ბოლოს 28 დეკემბერს ჰქონდათ. რადიო თავისუფლებამ 1 იანვარს მოიპოვა ეს ინფორმაცია.
ოჯახი შეშფოთებულია უილანის დაკავების გამო, „ეჭვგარეშეს“ უწოდებს მის უდანაშაულობას და გამოთქვამს რწმენას, რომ რუსეთი პატივს სცემს დაკავებულის უფლებებს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცით, რომ აშშ-მა მოითხოვა რუსეთში დაკავებულ მოქალაქესთან საკონსულოს წარმომადგენლის შეხვედრა. ამის შესახებ ორშაბათს გამოაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მოსკოვში დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი.