კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს ტომოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე დღეს ხელს აწერს ტომოსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ. ამ დოკუმენტის ორიგინალი დღეს ჩაიტანეს სტამბოლში, სადაც მდებარეობს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია.
ხელმოწერის ცერემონიაზე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მასთან ერთად სამბოლში ჩავიდა ახალი ეკლესიის მეთაური, კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე. კვირას, 6 იანვარს, მოხდება ტომოსის გადაცემა.
(რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის პირდაპირი რეპორტაჟი)
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ გამოაქვეყნა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი მიმართვა. პატრიარქი მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლებს მოუწოდებს, ცნონ უკრაინის ახალი ეკლესიის დამოუკიდებლობა.