ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. 53 წლის მამაკაცი ბათუმის მერიის თანამშრომელია. მას ბათუმის "მედცენტრში" ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დაშავებულს თავის ტრავმა აქვს.
მეორე დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის ინტენსიურ თერაპიულ მკურნალობას და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ოპერაცია მას გუშინ ჩაუტარდა.
ორივე მოქალაქე 4 იანვარს დაშავდა ძლიერი ქარის შედეგად კორპუსის სახურავის დიდი ნაწილის ჩამოშლის გამო. შემთხვევა ბათუმში ჭავჭავაძის 39 ნომერთან მოხდა.ქარმა რვასართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. ჩამოშლილი სახურავის ნაწილი მოპირდაპირე მხარეს დავარდა, იქვე მყოფი ორი ადამიანი ნანგრევებს შორის მოყვა. დაშავებულთაგან ერთი მერიის თანამშრომელია, რომელიც შემთხვევის ადგილას სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორი ავტომობილიც .
4 დეკემბერს ძლიერმა ქარმა ბათუმში შენობებს სახურავები გადახადა, ჩამსხვრეულია მაღაზიების ვიტრინები.