ერდოანი: თურქეთი შუამავლობას გასწევს პაკისტანსა და ავღანეთს შორის მოლაპარაკებებში
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთს გადაწყვეტილი აქვს, შუამავლობა გასწიოს ავღანეთსა და პაკისტანს შორის მოლაპარაკებებში ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის 17-წლიანი დაპირისპირების შესაწყვეტად.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოანმა თქვა, რომ მარტში სტამბოლში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა.