დაცარიელებული ენგურის ხიდი - ვის შეეხო „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო კარანტინი
ენგურის ხიდზე, რომელსაც ყოველდღიურად 100-ობით ადამიანი კვეთს, დღეს უჩვეულო სიმშვიდე იყო. აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ რამდენიმე მგზავრი მოძრაობდა. მოქალაქეთა ნაკადის შემცირების გამო არ მუშაობდა არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი.