წითელას უფასო ვაქცინაცია შაბათ-კვირასაც შესაძლებელია
მთელი საქართველოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციის მიზნით მოქალაქეებს შაბათ-კვირასაც მოემსახურებიან, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, მინისტრი დავით სერგეენკო, წითელას შემთხვევების გაზრდის გამო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და ამ ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების თაობაზეთან მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება გააცნო.
სერგეენკომ სამედიცინო დაწესებულებს მოუწოდა, არ შეუქმნან ბარიერები მოსახლოებას უფასო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს რისკჯგუფში შემავალ პირთათვის აცრების ჩატარება.
„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას, როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად დანაკარგების გარეშე“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.