იაშვილის კლინიკა 6 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იაშვილის კლინიკა 6 წლის საბა კიწმარიშვილის დიაგნოზთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი. „გარდაცვლილი პაციენტის ს.კ-ს დიაგნოზია ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი. დიაგნოზი დადასტურდა ძვლის ტვინის პუნქტატის ჰისტოპათოლოგიური შესწავლით, იმუნოლოგიური კვლევით, ასევე იმუნოფერმენტული, ბიოქიმიური, რადიოლოგიური კვლევებით. ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი მიეკუთვნება რთულად სადიაგნოსტიკო, იშვიათ, გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, მისი სიხშირე განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით და აშშ-ში […]