Airbnb წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან
აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისი Airbnb საკუთარი საიტიდან წაშლის განცხადებებს აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ აღნიშნულია Airbnb-ის ოფიციალურ ვებსაიტზე.
"როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს 191 ქვეყანაში და 81 000 ქალაქში მოქმედებს, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგბელობას და ვმოქმედებთ შესაბამისად. ჩვენ შევიმუშავეთ სტრუქტურა იმის შესაფასებლად თუ როგორ უნდა მივუდგეთ სადავო ტერიტორიებზე არსებულ შეთავაზებებს. მათ შორის არის ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ითვლება ოკუპირებულად, სადაც სახლები, ჩვენი ბიზნესის საფუძველი, წარმოადგენს დავისა და კონფლიქტის გაღრმავების მიზეზსს."
ასეთი მიდგომიდან გამომდინარე Airbnb-იმ გადაწყვიტა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან გასაქირავებლად წარდგენილი სახლების განცხადებების წაშლა.