საბერძნეთის კანონმდებლებმა დაამტკიცეს შეთანხმება მაკედონიისთვის ჩრდილოეთი მაკედონიის დარქმევის შესახებ
საბერძნეთის პარლამნეტმა დაასრულა დისკუსია და კენჭი უყარა შეთანხმებას მეზობელ სახელმწიფო, იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა, მაკედონიასთან მისი სახელწოდების გარშემო ისტორიული შეთანხმების შესახებ. საბარძნეთის კანომნდებებმა მხარი დაუჭირეს ამ შეთანხმებას, რომელმაც უნდა დაასრულოს ორ ქვეყანას შორის ხანგძლივი კამათი. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის და მისი მაკედონიელი კოლეგის, ზორან ზაევის მთავრობებმა ივნისში მიაღწიეს შეთანხმებას, რომ იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას ეწოდებოდა ჩრდილოეთი მაკედონიის რესპუბლიკა. შეთანხმებით, საბერძნეთი აღარ გაუწევს წინააღმდეგობას მაკედონიის მცდელობას, ნატოში გაწევრიანდეს, მას მერე, რაც მაკედონია სახელს გამოიცვლის. საბერძნეთის ოპოზიცია თვლის, რომ სახელწოდების გამო, მეზობელს, რომელსაც თავისი პროვინციის მსგავსი დასახელება აქვს, შეიძლება ტერიტორიული პრეტენზია გაუჩნდეს. წინა დღით კომუნისტური პარტიის აქტივისტებმა აკროპოლისის შენობაზე გამოაკრეს პლაკატი წარწერით: „უარი ციპრას-ზაევის შეთანხმებას“. ათენში 20 იანვარს გამართული დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა.
შეთანხმება საბერძნეთის პარლამენტის განხილვის თემა გახდა მას მერე, რაც, ათი დღის წინ, მაკედონიის პარალმენტმა მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე . შეთანხმების მოწინააღმდეგეები მაკედონიაში დოკუმენტს მიიჩნევენ „უდიდეს სახელმწიფო ღალატად“.