ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლიდან ილია მეორეს შეხვდებიან
თბილისს საგანგებო ვიზიტად სტუმრობს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, 30 იანვარს დაგეგმილია დელეგციის წევრების შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან და წმინდა სინოდის წევრებთან. მათი საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოსებს სასტუმრო თბილისი მერიოტში უკვე შეხვდნენ და ხანმოკლე შეხვედრა გამართეს. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურეს რომ ხვალინდელი შეხვედრის მთავრი თემა სწორედ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იქნება.